რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის აზრით, ჯო ბაიდენი და ბარაკ ობამა სუსტი პრეზიდენტები იყვნენ პუტინთან გამკლავების თვალსაზრისით. ამის შესახებ გრემი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„საქმე როდესაც ეხება იმას, ვისი ბრალია რუსეთის უკრაინაში შეჭრა, მე ამაში, პირველ რიგში, პუტინს ვადანაშაულებ, მაგრამ თუ ეძებთ ამერიკელ პოლიტიკოსს დასადანაშაულებლად, მაშინ ბაიდენი და ობამა სიის სათავეში არიან. ისინი იყვნენ პათეტიკურად სუსტები პუტინთან გასამკლავებლას და ვერ დაიცვეს უკრაინა რუსეთის შეჭრისგან. იმ დემოკრატების გასაგონად, ვისაც უკრაინა მას შემდეგ შეუყვარდა, რაც მას რუსეთი დაესხა თავს: სად იყავით პუტინის შეჭრამდე? რატომ არ გქონდათ ძლიერი პოზიციები მაშინ, როდესაც მე ამისკენ მოგიწოდებდით?

დაბოლოს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არის უკრაინისთვის საუკეთესო იმედი, რომ დაასრულოს ეს ომი ღირსეულად და სამართლიანად. მე მჯერა, რომ ის იქნება წარმატებული და მიაღწევს ამ მიზანს ტრამპის გზით“, – წერს რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი.

1tv.ge