Worldpopulationreview-ის შეფასებით, 2025 წლის განმავლობაში ბრაზილიამ, მსოფლიოს ყველა ქვეყანას შორის, ყველაზე დიდი ოდენობით სოფლის მეურნეობის ექსპორტი განახორციელა - 78.9 მლნ ტონა. მეორე ადგილზე, 58.6 მლნ ტონით, აშშ-ია, მესამეზე კი არგენტინა - 35.4 მლნ ტონა.

რაც შეეხება საქართველოსა და მეზობელ სახელმწიფოებს, ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნულ პერიოდში ექსპორტზე 33.2 ათასი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტი გაიტანა, რაც ნახსენებ ჭრილში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია:

2025 წელს ექსპორტზე გატანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტი, რაოდენობის მიხედვით, Worldpopulationreview-ის შეფასებით:

რუსეთი - 17.8 მლნ ტონა

თურქეთი - 3.2 მლნ ტონა

აზერბაიჯანი - 147.6 ათასი ტონა

სომხეთი - 43 ათასი ტონა

საქართველო - 33.2 ათასი ტონა

bpn.ge