საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს თბილისის დროით 19:15 საათზე ევრობასკეტზე კვიპროსს ეთამაშება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავზებთ.

მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის კვიპროსთან მოგება აუცილებელია. შეგახსენებთ, რომ ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მერვედფინალში ოთხი გადის. საქართველოს ერთი მოგება აქვს.

მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა გასულ ტურში საბერძნეთთან ლიდერებს დასვენების საშუალება მისცა – არ უთამაშია გოგა ბითაძეს, ხოლო თორნიკე შენგელიამ მხოლოდ რამდენიმე წუთი დაჰყო მოედანზე.

შემდეგ სერბმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ გუნდმა ზუსტად იცის, რა მიზანი აქვს და შედეგის მისაღწევად რა სჭირდება. კვიპროსის ნაკრები მიმდინარე ევრობასკეტის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მონაწილეა, მასპინძელმა გუნდმა გასული სამი თამაში კონკურენციის გარეშე დათმო. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პირველ ტურში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხა, შემდეგ კი იტალიასა და საბერძნეთთან დამარცხდა.

1tv.ge