საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება 13 ფეხბურთელით დაიწყო.
გუნდმა პირველი ვარჯიში „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართა. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობდნენ – გიორგი მამარდაშვილი, დავით კერესელიძე, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ლადო მამუჩაშვილი, ნიკა გაგნიძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი გულიაშვილი, ბუდუ ზივზივაძე და ხვიჩა კვარაცხელია.
გუნდს შეუერთდა ახალწვეული, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი საბა ხვადაგიანი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ისრაელის ჩემპიონატში ნეთანიის „მაკაბიში“ დაბრუნდა და სისტემატურად თამაშობს. ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, „ჯვაროსნები“ სრული შემადგენლობით 2 სექტემბერს შეიკრიბებიან.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. 7 სექტემბერს ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთი იქნება. ორივე მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.