„საქართველო ევროპაა, ევროპა კი საქართველო“, - ასე უპასუხა ქართველ დელეგატს ევროპარლამენტის დიდ დარბაზში ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ.

მეცოლას თქმით, ევროკავშირი არ არის მხოლოდ ეკონომიკური განვითარების სივრცე, ეს არის - სამართლიანობის, მშვიდობის და თავისუფლების ადგილი. 

„საქართველო ევროპაა, ევროპა კი საქართველო. ყველა ქვეყანას აქვს მისი საკუთარი იდენტობა. ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის ან ევროპული პერსპექტივის მინიჭება დიდი მიღწევაა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, ეს არის დიდი გამოცდილება. პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ზოგჯერ გიწევს მოცდა, ზოგჯერ ერთ ადგილას ხარ გაჭედილი, ზოგჯერ სწრაფად მიიწევ წინ, მაგრამ ყოველი ნაბიჯი ევროპასთან გაახლოებს. ევროპული პარლამენტი არის სწორედ ის ადგილი სადაც ამბობენ, რომ ევროკავშირისთვის პრიორიტეტი გაფართოების პოლიტიკაა. ევროკავშირი არ არის მხოლოდ ეკონომიკური განვითარების სივრცე. ეს არის - ღირებულებების, სამართლიანობის, მშვიდობის, თავისუფლების ადგილი. როცა გესმის ხალხის გულის ცემა, რომლებიც ამბობენ, გვინდა ვიყოთ ევროკავშირის ნაწილი, ეს ყველა ევროპარლამენტარისთვის მნიშვნელოვანია“, - აცხადებს რობერტა მეცოლა.