ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ლიდერმა, სანტანდერის „რასინგმა“ ბოსნიური „სარაევოდან“ გიორგი გულიაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა – საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გაფორმა.

გულიაშვილმა „სარაევოში“ სამ სეზონში 70 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გიორგი გულიაშვილი ლუკა გაგნიძისა და იური ტაბატაძის შემდეგ მესამე ქართველი ფეხბურთელია, ვინც მიმდინარე სეზონში ესპანეთის მეორე დივიზიონში ითამაშებს.

ლა ლიგა 2-ში 20 ტურის შემდეგ „რასინგს“ 38 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

1tv.ge