ნოემბერში ევროზონაში სამომხმარებლო ფასები წლიური თვალსაზრისით 2,2%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის ანგარიშში, რომელმაც საბოლოო მონაცემები წარმოადგინა.

ამრიგად, ინფლაცია დაჩქარდა ოქტომბერთან შედარებით, როდესაც ის 2% იყო.

Bloomberg-ისა და Trading Economics-ის მიერ გამოკითხული ექსპერტების კონსენსუს პროგნოზები არ ითვალისწინებდა ნოემბრის 2,3%-იანი ინფლაციის შესახებ წინასწარი შეფასების გადახედვას.

ევროზონაში სურსათზე, ალკოჰოლსა და თამბაქოს პროდუქტებზე ფასების ზრდა ნოემბერში შენელდა 2,7%-მდე ოქტომბრის 2,9%-დან, ხოლო მომსახურების ღირებულების ზრდა - 3,9%-მდე 4%-დან. სამრეწველო პროდუქცია ნოემბერში გაძვირდა 0,6%-ით (+0,5% ოქტომბერში), ენერგორესურსები გაძვირდა 2%-ით (-4,6% ოქტომბერში).

სამომხმარებლო ფასები სურსათისა და ენერგიის ღირებულების გამოკლებით (CPI Core index) გაიზარდა 2.7%-ით, ისევე როგორც ერთი თვის წინათ, ყველაზე დაბალი ტემპით 2022 წლის თებერვლის შემდეგ.

interfax