სამმა თურქულმა ავიაკომპანიამ ფრენები, კალინინგრადიდან ანტალიის მიმართულებით, გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიაში ვრცელდება.

როგორც ირკვევა, ეს დაკავშირებულია რიგი ევროპული ქვეყნების მხრიდან რუსი ტურისტების თვითმფრინავების მათ საჰაერო სივრცეში ფრენის აკრძალვასთან.

კომპანიები, რომლებმაც ფრენები გააუქმეს: Corendon Airlines, Southwind Airlines, Tailwind Airlines.