ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა, MIG-31-მა, ბალტიისპირეთის ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. როგორც იკრვევა, თვითმფრინავები ესტონეთის საჰაეროში სივრცეში 12 წუთის განმავლობაში მოძრაობდა. დარღვევა ესტონეთის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს.

Politico-ს ინფორმაციით, რუსული ავიაგამანადგურებლები, რომლებსაც „კინჟალის“ ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტების გადატანა შეუძლია, ესტონეთში ფინეთის ყურის გავლით მოხვდა. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ MiG-31-ები დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში წრეზე დაფრინავდა, ვიდრე მათ მოსაგერიებლად იტალიური F-35-ები არ გამოიყენეს.

„რუსეთმა წელს უკვე ოთხჯერ დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე, რაც თავისთავად მიუღებელია. თუმცა, დღევანდელი შეჭრა, როდესაც ჩვენს საჰაერო სივრცეში სამი გამანადგურებელი შევიდა, უპრეცედენტოდ თავხედურია“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ.