სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გააუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მხარი დაუჭირა.
სამხრეთ კორეაში პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა დაახლოებით, ექვს საათს მოქმედებდა.
სამხრეთ კორეის მთავარი ოპოზიციური პარტია პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს.
შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა გუშინ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მიზეზად „კონსტიტუციური წესრიგისა და თავისუფალი სამხრეთ კორეის ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური ძალების საფრთხისგან დაცვა“ დაასახელა.