სამხედრო დანაშაულის ახალი მტკიცებულებები რუსეთის წინააღმდეგ - CNN სკანდალურ მასალებს აქვეყნებს. კადრებში ჩანს, როგორ კლავენ რუსი სამხედროები უიარაღო, ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ ჯარისკაცებს.

ვიდეო მასალა აგვისტოში, პოკროვსკის მისადგომებთან არის გადაღებული. სამ უკრაინელ ჯარისკაცს იმ დროს კლავენ, როც სამხედროები მუხლებზე  ეცემიან და მზად არიან მტერს ჩაბარდნენ.

CNN-თან საუბარში, უკრაინელი პროკურორი ამბობს, რომ  ომის დაწყებიდან დღემდე მის ოფისში 28 მსგავსი ინციდენტის შესახებ მიდის გამოძიება, რა დროსაც 62 უკრიანელი სამხედრო დაიღუპა. უკრაინაში ფიქრობენ რომ ეს მასალები რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი მყარი მტკიცებულება სამხედრო დანაშაულების შესახებ.

"ჩვენ მიგვაჩნია რომ  ეს არის სავარაუდო მკვლელობები და  ომის დანაშაული.. ყველაფერიი კრემლის მიერ ორკესტრირებული პოლიტიკის ნაწილია. თუ სამხედრო ტყვეები ჩაბარდებიან, თუ აჩვენებენ, რომ დანებდნენ, თუ იარაღის გარეშე არიან ხელში, მაშინ მათი მოკვლაა რა თქმა უნდა ომისს დანაშაულია. ასეთი დანაშაულები ჩადენილი იყო უკრაინის სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა ქვედანაყოფების მიერ, რაც კიევს აძლევდა იმის თქმის უფლებას რომ ასეთი ქმედებები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია... ეს პოლიტიკა ორკესტრირდება კრემლის მიერ და  ეს არის კონკრეტული მეთაურის ბრძანების შესრულება",- ამბობს პროკურორი.

წყარო: ტვ პირველი