საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფრიდრიხ მერცს და მის პარტიას გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, რომ ელის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისადმი.

"ვულოცავ ფრიდრიხ მერცს და "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირს" (CDU) საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას! წარმატებებს გისურვებთ გერმანიის წინსვლაში. მოუთმენლად ველი თქვენს მხარდაჭერას ამ გადამწყვეტ დროს საქართველოს ევროპული მომავლის და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიმართ", - წერს ზურაბიშვილი.

ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) ლიდერობს, მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ხოლო ოლაფ შოლცის „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია მესამე ადგილზეა.

ipn.ge