BBC-სთან საუბრისას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ თქვა, რომ უკრაინის დახმარებაში საფრანგეთისთვის "წითელი ხაზები" არ არსებობს და "თავდაცვის ლოგიკით" უკრაინას შეუძლია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შორი რადიუსის რაკეტები გამოიყენოს.

ბაროს არ დაუკონკრეტებია, გამოიყენა უკვე თუ არა ფრანგული იარაღი უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე.

ამის შესახებ მან BBC-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც სრულად 24 ნოემბერს გამოქვეყნდება.

"პრინციპი დამკვიდრებულია... ჩვენი გზავნილები პრეზიდენტ ზელენსკისთვის კარგად იყო მიღებული". - თქვა ბარომ.

ბაროს არ დაუკონკრეტებია, გამოიყენა უკვე თუ არა ფრანგული იარაღი უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე.

ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა მისი განცხადება წითელი ხაზების შესახებ, რომ საფრანგეთმა შესაძლოა უკრაინის დასახმარებლად საჯარისო დანაყოფებიც გაგზავნოს, ბარომ თქვა, რომ „არცერთ შესაძლებლობას არ გამორიცხავენ“.

"ჩვენ უკრაინას მხარს დავუჭერთ იმდენად ინტენსიურად და იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც საჭირო იქნება. რატომ? იმიტომ, რომ სასწორზე ჩვენი უსაფრთხოება დევს. ყოველ ჯერზე, როცა რუსეთის ჯარი ერთი კვადრატული კილომეტრით წინ მიიწევს, საფრთხე ევროპას ერთი კვადრატული კილომეტრით უახლოვდება". - თქვა ბარომ.

ბარომ ასევე უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შესახებ ისაუბრა.

"ჩვენ ღია ვართ მოწვევისადმი და, შესაბამისად, ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან, უკრაინის მეგობრებთან და მოკავშირეებთან დისკუსიებში ჩვენს პოზიციებთან მათ დაახლოებას ვცდილობთ". - თქვა ბარომ.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დაამატა, რომ დასავლეთის ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების გაზრდა მოუწევთ

"რა თქმა უნდა, უფრო მეტი უნდა დავხარჯოთ, თუ მეტის გაკეთება გვუსრს და მგონია, რომ ამ ახალ გამოწვევებს უნდა გავუმკლვადეთ". - თქვა ბარომ.

წყარო: ტაბულა