საფრანგეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მიშელ ბარნიეს, თანამდებობაზე დანიშვნიდან სამ თვეში, უნდობლობა გამოუცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უნდობლობის გამოცხადებისთვის საჭირო იყო 288 ხმა და გადაწყვეტილებას მხარი 331-მა დეპუტატმა დაუჭირა.
მიშელ ბარნიე ვალდებულია წარადგინოს განცხადება თავისი მთავრობის გადადგომის შესახებ. ამასთან, ძალა დაკარგა ბიუჯეტმა, რომელიც მის მიმართ უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიშელ ბარნიე ქვეყნის პრემიერ-მინისტრად სამი თვის წინ დანიშნა. BBC-ი წერს, რომ 1962 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როცა საფრანგეთის მთავრობის კოლაფსის მიზეზი უნდობლობის გამოცხადება გახდა.