საბერძნეთში მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 79 ადამიანი დაიღუპა და ასობით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.  საბერძნეთის მთავრობამ, მომხდარი ტრაგედიის გამო, სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ნავზე მყოფი 100-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა გადარჩენილები და ბერძენი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბორტზე კიდევ ასობით მიგრანტი იმყოფებოდა.

დაღუპულთა ეროვნება ჯერჯერობით უცნობია. გადარჩენილები ქალაქ კალამატაში გადაიყვანეს და ნაწილს საავადმყოფოში მკურნალობაც ჩაუტარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი 3 პირი დაკითხეს.

ნავი ლიბიიდან იტალიაში მიდიოდა, ბორტზე მყოფთა უმეტესობა ახალგაზრდა მამაკაცი იყო. ნავი პილოსის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 80 კილომეტრში ჩაიძირა.