აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულ ქიოსთან სწრაფმავალი ნავი, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა, საბერძნეთის სანაპირო დაცვის საპატრულო გემს შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ოთხი საპატრულო გემი, საჰაერო ძალების ვერტმფრენი და კერძო ნავი მონაწილეობენ.
საბერძნეთის სანაპირო დაცვის ცნობით, მაშველებმა 24 ადამიანი გადაარჩინეს და დაშავებულები ქიოსის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ნავში.