საბერძნეთის კუნძულ როდოსზე ტყის ხანძრის გამო 19 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ტურისტებმა და ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, რომლებიც ტყის ხანძრებს საბერძნეთის გაურბოდნენ, სკოლებსა და თავშესაფრებს შეაფარეს თავი. ბევრი ადამიანი ევაკუირებული იყო კერძო ნავებით ახლოს მდებარე სანაპიროებიდან, რადგან ცეცხლის გაჩენის საშიშროება კურორტებსა და სანაპიროზე მდებარე სოფლებშიც იყო. კუნძულზე ტყის ხანძრებმა დააზარალა კუნძულის ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სასტუმროების 10%.

19 000 ადამიანი გადაიყვანეს სახლებიდან და სასტუმროებიდან დროებით საცხოვრებლებში, საკონფერენციო ცენტრებსა და სკოლების შენობებში, სადაც მათ მიაწოდეს წყალი, საკვები და გაუწიეს სამედიცინო დახმარება.

Reuters-ი წერს, რომ ხანძრები გავრცელებულია საბერძნეთში, მაგრამ კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია უფრო ექსტრემალური სიცხეები სამხრეთ ევროპასა და მსოფლიოს ბევრ ნაწილში.