ლოუქოსთერმა Ryanair-მა შეაჩერა ბილეთების გაყიდვა და გააუქმა ფრენები აპრილიდან ოქტომბრამდე ტალინიდან ბილუნდში, მილან-ბერგამოში, პაფოსში, რომში, ვენეცია-ტრევიზოში და ვენაში. 

რამდენიმე დღის წინ, ტალინის აეროპორტმა დაიწყო მგზავრებისგან პირველი შეტყობინებების მიღება ფრენების გაუქმების შესახებ. Ryanair-მა თავის ვებგვერდზე რამდენიმე მარშრუტის ბილეთების გაყიდვა შეაჩერა.

ტალინის აეროპორტის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა მარგო ჰოლტსმა თქვა: „ეს ჩვენთვის დიდი სიურპრიზი იყო, რადგან ავიაკომპანიამ გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე დაადასტურა, რომ ის ამ ზაფხულს 11 მარშრუტს შეასრულებდა. Ryanair-მა არ მოგვაწოდა რაიმე საჩივარი აეროპორტის საფასურთან ან ფრენის განრიგის ცვლილებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მალე მივიღებთ განმარტებას ავიაკომპანიისგან, არის თუ არა ეს გამოწვეული თვითმფრინავების დეფიციტით, თუ გაუქმება მოხდა სხვა მიზეზით. ასევე ვეცდებით გავიგოთ, რა მოუვა მარშრუტებს ზამთრის სეზონზე“.

34travel.me