"რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი თურქეთში სექტემბერში შემცირდა, რაც აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს შეადგენს, ალტერნატიული ნავთობის ხარისხის კონკურენციისა და დასავლეთის სანქციების მზარდი შეშფოთების ფონზე." - წერს Moscow Times-ი. 

ცნობისთვის, თურქეთი რუსული Ural-ის მარკის ნავთობის მე-2 ყველაზე დიდი იმპორტიორია ინდოეთის შემდეგ. ანკარა არ შეერთებია დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა აგრძელებს მოსკოვზე დაწესებული ყველა შეზღუდვის შესრულებას.