თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული აღმასრულებელი ბრძანების მიხედვით, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრმა ნარენდრა მოდიმ რუსული ნავთობის იმპორტის შეზღუდვის პირობა დადო, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდურ პროდუქციაზე დამატებით 25%-იანი ტარიფი გააუქმა, რომელიც აშშ-მ ნიუ-დელის მხრიდან რუსული ნავთობის შესყიდვის გამო დააწესა.

დოკუმენტის მიხედვით, ტრამპის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ინდოეთის დაპირება რუსული ნავთობის პირდაპირი და ირიბი იმპორტის შეწყვეტაზე და ასევე ნიუ-დელის მხრიდან მზადყოფნა აშშ-ს ენერგო პროდუქტების შესყიდვასთან მიმართებით.

ცნობისთვის, რუსეთზე წნეხის გაზრდის მიზნით ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგიის ფარგლებში, რომლის სამიზნეც რუსული ენერგორესურსების მთავარი იმპორტიორები გახდნენ, აშშ-მ ინდოეთს დამატებით 25%-იანი ტარიფი წინა წელს დაუწესა.

მანამდე, თებერვლის დასაწყისში, პრეზიდენტმა ტრამპმა დაწერა, რომ სატელეფონო საუბრის დროსი ინდოეთის პრემიერმინისტრი, ნარენდრა მოდი რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის შეჩერებას დათანხმდა.

"ის დათანხმდა რუსული ნავთობის შესყიდვის შეჩერებასა და აშშ-სგან, პოტენციურად, ვენესუელისგან ბევრად მეტის შესყიდვას. ეს უკრაინაში ომის დამთავრებას შეუწყობს ხელს, რომელიც ახლაც გრძელდება, ყოველ კვირაში ათასობით დახოცილი ადამიანით!" - განაცხადა ტრამპმა Truth Social-ზე.

tabula.ge