მიმდინარე წლის აპრილში რუსული ნავთობის იმპორტმა ინდოეთში 9 თვის მაქსიმუმს მიაღწია მას შემდეგ, რაც განახლდა ნავთობის ტანკერებით მიწოდება, რომელთაც სანქციები არ შეეხო და რომლის ექსპლუატაციასაც Совкомфлот-ი ახორციელებს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ინდოეთის გადასამუშავებელმა ქარხნებმა რუსული ნავთობის იმპორტი Совкомфлот-ის საკუთრებაში არსებული ტანკერებით დროებით მას შემდეგ შეაჩერეს, რაც ვაშინგტონმა თებერვალში 14 ტანკერი დაასანქცირა.

ინდოეთი, მსოფლიოში მესამე უდიდესი ნავთობის იმპორტიორი და მომხმარებელი, რუსული ოფშორული ნავთობის ყველაზე დიდი მომხმარებელია.

აპრილში, 2024/25 ფინანსური წლის პირველ თვეში, ინდოეთის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები დღეში 1,8 მილიონ ბარელ რუსულ ნავთობს აგზავნიდნენ, რაც 8,2%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით, რამაც რუსეთის წილი ინდოეთის ბაზარზე 32%-მდე გაზარდა.