რუსული კანონი მიღებულია და შედეგები მომავალ კვირაში განიხილება, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, შემუშავდა და წევრ ქვეყნებს გადაეგზავნა სხვადასხვა ვარიანტები.

„ეს კანონი მიღებულია და შედეგების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მომავალ კვირას მოხდება. ყველა ზომა განიხილება. ეს გადაწყვეტილებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ორშაბათს, ლუქსემბურგში, შემდეგ კი ევროპული საბჭოს, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე, 27 ივნისს უნდა იქნეს მიღებული, რომელიც უმაღლესი დონეა ევროკავშირში. მინდა დავამატო, რომ ეს ხდება, მომავალ კვირას უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის კონტექსტში. გული მწყდება იმის დანახვაზე, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად შეჩერებულია, გაყინულია და ამავდროულად, წინ მივიწევთ უკრაინასთან და მოლდოვასთან“, - თქვა ჰერჩინსკიმ.