რუსულ ენერგეტიკულ გიგანტ Gazprom-ს ჩინეთში მილსადენის გაყვანა სურს, იტყობინება Financial Times.

როგორც გამოცემა წერს, Gazprom კომპანიის გადარჩენისათვის ერთადერთ რეალურ ინიციატივად განიხილება.

Gazprom-ის წარმომადგენლობის განცხადებით, კომპანია ამჟამად აწარმოებს კვლევებს Power of Siberia 2 (PS2) პროექტის ტექნიკურ და ეკონომიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით. თავად კვლევის პროცესს რუსული მხარე აფინანსებს და თუ მოსალოდნელი ანგარიში დამაკმაყოფილებელი იქნება, მაშინ პროექტი საინვესტიციო ეტაპზე გადავა.

ცნობისთვის, Power of Siberia 2 უმსხვილესი პროექტია, რომელსაც ხელი 2014 წელს მოეწერა, თუმცა ის რამდენიმეჯერ გადაიდო, რაც მისი ტექნიკური სირთულით და მაღალი ხარჯებით იყო განპირობებული.