წუ­ხელ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თი თავ­დას­ხმის დროს, რუ­სუ­ლი დრო­ნე­ბი პო­ლო­ნე­თის ცა­ზეც გა­მოჩ­ნდნენ.

მომ­ხდა­რის გამო ოთხი აე­რო­პორ­ტი, მათ შო­რის ვარ­შა­ვა­ში მდე­ბა­რე ყვე­ლა­ზე დიდი აე­რო­პორ­ტი, და­ი­ხუ­რა.

  • მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ი­ხუ­რა ვარ­შა­ვა­ში მდე­ბა­რე ორი აე­რო­პორ­ტი - შო­პე­ნის აე­რო­პორ­ტი და ვარ­შა­ვის მოდ­ლი­ნის აე­რო­პორ­ტი. ასე­ვე ჟე­შოვ-ია­სი­ონ­კას აე­რო­პორ­ტი - რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნას­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს - და ლუბ­ლი­ნის აე­რო­პორ­ტი.

პო­ლო­ნეთ­მა აე­რო­პორ­ტე­ბის და­ხურ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც რუ­სეთ­მა პო­ლო­ნეთ­თან სა­ზღვარ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე უკ­რა­ი­ნის რე­გი­ო­ნებ­ზე კი­დევ ერთი მას­შტა­ბუ­რი თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

"რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თავ­დას­ხმის შე­დე­გად, დრო­ნე­ბის ტი­პის ობი­ექ­ტებ­მა პო­ლო­ნე­თის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე უპ­რე­ცე­დენ­ტოდ და­არ­ღვი­ეს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სო­ცი­ა­ლურ მე­დია პლატ­ფორ­მა X-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში.

სარ­დლო­ბის გან­ცხა­დე­ბით, პო­ლო­ნე­თის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში შე­სუ­ლი დრო­ნე­ბი რე­ა­ლურ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენ­დნენ პო­ლო­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის.

"პო­ლო­ნე­თის და მო­კავ­ში­რე­თა ძა­ლე­ბი და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი სრულ მზად­ყოფ­ნა­ში არი­ან შემ­დგო­მი ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვის“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტის, კა­როლ ნავ­როც­კის გან­ცხა­დე­ბით, ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ბი­უ­რო­ში კი­დევ ერთ ბრი­ფინგს ჩა­ა­ტა­რებს, რო­მელ­საც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი დო­ნალდ ტუს­კიც და­ეს­წრე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს დი­ლით, რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის დროს, დრო­ნე­ბი პო­ლო­ნე­თის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში შე­იჭრ­ნენ. პო­ლო­ნეთ­მა დრო­ნე­ბის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა.

Ambebi.ge