დღეს დილით, ВТБ-ის, Росбанк-ის, Альфа-банк-ისა და Газпромбанк-ის მობილური აპლიკაციები ხარვეზით მუშაობდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

VTB-ის განცხადებით, რუსეთის საბანკო სექტორი საზღვარგარეთის მხრიდან კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა, მაგრამ პრობლემა უკვე აღმოიფხვრა და ამჟამად ბანკის სერვისები ნორმალურად მუშაობს. ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობს Альфа-банк-იც. ბანკი მომხმარებლებს ურჩევს, რომ მოგვიანებით სცადოს ონლაინ ბანკში შესვლა.

რუსული მედია წერს, რომ 23 ივლისს ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა Газпромбанк-ზე, RSHB-ზე, Raiffeisenbank-სა და Rosbank-სა და ოთხივე ბანკი ხარვეზებით მუშაობდა.

რუსული მედია წერს, რომ ორივე დღის ჰაკერული შეტევები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და შესაძლოა ჰაკერები „პოლიტიკურად მოტივირებული“ ყოფილიყვნენ. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსული ბანკები, სწორედ უკრაინის სამხედრო დაზვერვამ დაჰაკა.