რუსეთის ეკონომიკა ეცემა თავდაცვაზე ხარჯების ზრდის ფონზე. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ რუსული მსხვილი ექსპორტიორები ამცირებენ რკინიგზით გადაზიდული საქონლის მოცულობას, მათ შორის ლითონებს, ნავთობპროდუქტს და სხვა, - ამის შესახებ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ანალიტიკოსი, გოგიტა სურამელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე შეფასებით, ტვირთების გადაზიდვის მოცულობა, რომელმაც 2024 წელს 15 წლიან მინიმუმს მიაღწია, რუსეთის ეკონომიკის სავალალო მდგომარეობის ნათელი ინდიკატორია.

"სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რკინიგზის მონოპოლია "РЖД", 2025 წელს, ხარჯების კიდევ 32,5 მილიარდი რუბლით შემცირებას გეგმავს. ხარჯების შემცირების მიზეზს ტვირთების გადაზიდვის პროგნოზის ცვლილება წარმოადგენს.საპროცენტო განაკვეთის მკვეთრი ზრდის გამო, რუსეთის რკინიგზას უკვე ისედაც ჰქონდა დაგეგმილი 2025 წელს საინვესტიციო ხარჯების 40%-ით შემცირება.დოკუმენტი, რომელიც კომპანიის დირექტორის პირველმა მოადგილემ წარუდგინა "РЖД"-ს გამგეობას, აღნიშნულია, რომ რუსეთის რკინიგზა 2025 წელს, დაგეგმილზე 36,7 მილიონი ტონით ნაკლებ ტვირთს გადაიტანს - წერს Reuters.დოკუმენტში ასევე დასახელებულია მსხვილი კომპანიები, რომლებიც რკინიგზით გადაზიდვების მოცულობის შემცირებაში წვლილს შეიტანენ. მათ შორის არიან ალუმინის გიგანტი «Русал», ფოლადის მწარმოებლები «Северсталь» „MMK“, ТМК, НЛМК და Evraz და ნავთობის კომპანიები Газпромнефть», «Сургутнефтегаз» და «Татнефть».ამ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ექსპორტი შემცირდა მას შემდეგ, რაც დასავლეთის სანქციებმა მომგებიან ბაზრებზე წვდომა შეზღუდა.ანგარიშში ასევე ნახსენებია „მესამე მხარის ჩარევა, რამაც გავლენა იქონია ნავთობპროდუქტების გადაზიდვების შემცირებაზე. მინიშნებაა რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე უკრაინული დრონებით თავდასხმებზე.დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მაღალმა, 21%-იანმა საპროცენტო განაკვეთმა, მშენებლობის ტემპი მკვეთრად შეამცირა, რამაც, შეამცირა სამშენებლო მასალების გადაზიდვები.გარდა ამისა, დოკუმენრში აღნიშნულია, რომ ჩინეთში ხე-ტყის, სასუქების, ლითონებისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი შემცირდა, რამაც ტვირთების მოცულობის შემცირება გამოიწვია. ამასთან, 2025 წლის დასაწყისიდან, რუსეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა ზოგადად 7.5%-ით შემცირდა," - წერს სურამელაშვილი სოციალურ ქსელში.