პუტინის სამხედრო მანქანა ახლა უკვე რუსეთის ეკონომიკის ნაწილია, - ამის შესახებ გამოცემა Bloomberg გავლენიან სამხედრო ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს.
წყაროს ინფორმაციით, რუსეთი სამხედრო სამრეწველო საქმიანობას მაშინაც ვერ შეამცირებს, თუ უკრაინაში ომი დასრულდება, რადგან მრავალი წლის განმავლობაში ომის წარმოებისთვის გაწეულმა გადაჭარბებულმა ხარჯებმა ეკონომიკის სტრუქტურას მთლიანად შეცვალეს და ახლა ამ დარგში ასეულობით ათასი მუშა ხელია დასაქმებული.
რუსეთმა ძირითადი შეიარაღების წარმოება რამდენჯერმე გაზარდა, ზოგიერთი პროდუქტის, მაგალითად უპილოტო დრონების – ათმაგად: 2023 წელს 140 000 ერთეული იყო, 2024 წელს კი 1,5 მილიონი. Bloomberg -ის კორესპონდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა დასავლეთთან დაპირისპირებისთვის ემზადება.
„ეს იქნება ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ხელს შეუწყობს რუსეთის თავდაცვის მრეწველობის უფრო მაღალ დონეზე შენარჩუნებას 2022 წლამდე პერიოდთან შედარებით, რაც შესაძლებელს გახდის მომავლის სამხედრო კონფლიქტებისთვის მომზადებას“, – მიიჩნევს გეოეკონომიკური ანალიტიკი ალექს კოკჩაროვი.
პუტინმა გასულ კვირას ქვეყნის ყველაზე ძველ თავდაცვის საწარმოში ვიზიტისას განაცხადა, რომ ქვეყანაში „მოდერნიზებული შეიარაღებული ძალების" საჭიროება დგას და ეს სიტუაცია არც უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ არ შეიცვლება.
მიმდინარე წლის ბიუჯეტის წარდგენისას კი გაირკვა, რომ რუსეთის სამხედრო ხარჯები 2026 წელს პირველად ომის განმავლობაში არ გაიზრდება, პირიქით, მსუბუქად შემცირდება: „ეროვნული თავდაცვისთვის“ ხარჯები 4,2%-ით შემცირდება (თუმცა პროცესში შესაძლო ცვლილებების შემთხვევაში ეს შესაძლოა გაიზარდოს).
ჯამში, ეს არმიას მინიმალურ, 0,6%-იან შემცირებას მოუტანს; თუმცა ნავარაუდევია, რომ 2027 წლიდან ეს ხარჯები კვლავ გაიზრდება.