რუსეთში, სარატოვის ოლქში, ქალაქ ენგელსში მდებარე ნავთობის ბაზაზე მეხუთე დღეა ხანძარი მძვინვარებს.

სარატოვის ოლქის ადმინისტრაციის განმარტებით მიმდინარეობს "საწვავის კონტროლირებადი წვა".

ნავთობბაზაზე ხანძარი 5 დღის წინ, უკრაინის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის შემდეგ დაიწყო.

ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში დაიღუპა სამაშველო სამსახურის 2 თანამშრომელი.

ტაბულა