ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე რუსეთის ქალაქებში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

როგორც რუსული მედია წერს, 16 და 17 თებერვალს რუსეთის 37 ქალაქში 401 ადამიანი დააკავეს. აქედან ყველაზე მეტი - 200-ზე მეტი - სანქტ-პეტერბურგში, 49- მოსკოვში, 19 - სტავროპოლში. OVD-Info-ს ცნობით, დაკავებულთა შორის 4 ჟურნალისტია.

დაკავებულებს ემუქრებათ 500 რუბლიდან 50 ათას რუბლამდე ჯარიმის გადახდა და პატიმრობა 15 დღემდე ვადით.