ევროსტატის ინფორმაციით, ევროკავშირსა და რუსეთს შორის ვაჭრობა მკვეთრად შემცირდა იმპორტისა და ექსპორტის შეზღუდვების გამო, რომელიც ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესდა. იმპორტიც და ექსპორტიც კონფლიქტამდელ დონეს ქვემოთ ჩამოვიდა, რაც მნიშვნელოვნად აისახება რუსეთის წილზე ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან ვაჭრობაში.
ევროსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთის წილი ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებიდან იმპორტში 2022 წლის თებერვლიდან 9,5%-დან - 2023 წლის დეკემბერში 1,9%-მდე დაეცა. ასევე, რუსეთის წილი ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში ექსპორტში, იმავე პერიოდში 3,8%-დან 1,4%-მდე შემცირდა.
ასევე შეიცვალა ზოგიერთი ძირითადი საქონლის იმპორტის წყარო, როგორიცაა ნედლი ნავთობი და გაზი. ძირითადად ენერგიის მაღალი ფასების გამო, 2022 წლის მარტში ევროკავშირმა რუსეთთან სავაჭრო დეფიციტის პიკი - 18,6 მილიარდი ევრო დააფიქსირა,
2023 წლის მეოთხე კვარტალში, რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირი, ნედლი ნავთობი, რკინა და ფოლადი და სასუქები შეადგენდა ევროკავშირის მთლიანი იმპორტის დაახლოებით ორ მესამედს.
ამავე პერიოდში, ევროკავშირისთვის ნედლი ნავთობის უმსხვილესი მომწოდებლები იყვნენ: შეერთებული შტატები (16%), ნორვეგია (11%) და ყაზახეთი (9%).
ასევე, რუსეთის წილი ბუნებრივი აირის იმპორტში ევროკავშირის საზღვრებიდან შემცირდა 33%-დან (2021 წელი) 13%-მდე (2023 წელი).
ევროკავშირის ბუნებრივი აირის უმსხვილესი მიმწოდებლები 2023 წლის მეოთხე კვარტალში იყვნენ: შეერთებული შტატები (22%), ნორვეგია (21%) და ალჟირი (18%).