რუსეთმა ბომბდამშენებით სუმის ოლქზე იერიში მიიტანა.
დაბომბვის შედეგად 3 მართვადი ავიაბომბი ორ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა. შემთხვევა სუმის ოლქის სოფელ მიროპოლიეში მოხდა.
სახლების ნანგრევებში 3 ადამიანის სხეული იპოვეს. 42 და 57 წლის კაცები, მესამე დაღუპულის ვინაობა ვერ დადგინდა.
სუმის საოლქო ადმინისტრაციის თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება, ნანგრევებში შესაძლოა სხვებიც იყვნენ.