„ბლუმბერგის“ ცნობით, რუსეთიდან ნედლი ნავთობის მიწოდება სტაბილური რჩება, ინდოეთში შესყიდვების შემცირების მიუხედავად, რადგან ჩინეთში შესყიდვები გაიზარდა.

რუსული ნავთობის მიწოდება ინდოეთის პორტებში იანვარშიც შემცირდა და დეკემბრის 1.2 მილიონი ბარელიდან დღეში, დაახლოებით 1.12 მილიონ ბარელამდე ჩამოვიდა.

თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ინდოეთში გადაზიდვების შემცირება, ჩინეთში ექსპორტის ზრდით კომპენსირდა. მონაცემების თანახმად, იანვარში ჩინეთის პორტებში დღეში 1.65 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი გადაიტვირთა, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2024 წლის მარტიდან და მეორე ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.