ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობა შეიძლება იყოს „სტიმული“ უკრაინაში ომის დასასრულებლად.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ცნობისთვის, რუსეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ფიფამ და უეფამ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ აუკრძალეს.