რუსეთის გარიცხვა „მარცვლეულის შეთანხმების“ მოლაპარაკებებიდან დიდხანს ვერ გასტანს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მას „მარცვლეულის შეთანხმების“ განახლების იმედი აქვს.

„რუსეთი, უკრაინა და თურქეთი აპირებენ „მარცვლეულის შეთანხმების“ განხილვა განაგრძონ. რუსეთი მზადაა, გაგზავნოს უფასო მარცვლეული ღარიბ ქვეყნებში, რასაც თურქეთი მხარს უჭერს”,- აღნიშნა ერდოღანმა.