ევროკავშირის ლუქსემბურგის სასამართლომ უარყო რუსული სატელეკომუნიკაციო კომპანიის „მეგაფონის“ მოთხოვნა მის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის შესახებ. შესაბამისი პრესრელიზი ევროკავშირის უმაღლესი სასამართლოს ვებგვერდზე ოთხშაბათს, 15 იანვარს გამოქვეყნდა.

სასამართლომ შეზღუდვები გამართლებულად მიიჩნია, რადგან კომპანია რუს სამხედროებს სატელეკომუნიკაციო მომსახურებას უწევს.

2023 წლის თებერვალში, ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ კომპანია პირდაპირ უჭერს მხარს რუსეთის სამხედრო და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს უკრაინის წინააღმდეგ ომში და დაამატა სანქციების სიაში. სანქციების თანახმად, ევროპულ კომპანიებს ეკრძალებათ „მეგაფონი“-სთვის ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების მიყიდვა ან მიწოდება, ტექნიკური ან ფინანსური დახმარების გაწევა.

„მეგაფონმა“ შეიტანა სარჩელი ევროკავშირის გენერალურ სასამართლოში შეზღუდვების ბათილად ცნობის მოთხოვნით. კომპანიის განცხადებით, ისინი უსაფუძვლოა და არღვევენ დაცვის უფლებას.

ოთხშაბათს სასამართლომ საჩივარი სრულად უარყო.

„მეგაფონში“ წილი რუს მილიარდერ ალიშერ უსმანოვს ეკუთვნის. 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უსმანოვს დაუწესდა სანქციები ევროკავშირის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, კანადის, ავსტრალიისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან „განსაკუთრებით მჭიდრო კავშირების“ და „უკრაინის დესტაბილიზაციის აქტიური მხარდაჭერისთვის“.

www.liga.net