ოქტომბერში რუსეთიდან წიაღისეული საწვავის ექსპორტი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
2025 წლის ოქტომბერში რუსეთს დღეში €524 მილიონი ევროს ღირებულების წიაღისეული საწვავი გაჰქონდა ექსპორტზე, რაც სექტემბერთან შედარებით 4%-ით ნაკლებია.
რუსული ენერგორესურსების ყველაზე დიდი მყიდველები იყვნენ: ჩინეთი (€5.8 მილიარდი), ინდოეთი (€3.1 მილიარდი) და თურქეთი (€2.7 მილიარდი).
ცნობისთვის, ექსპორტის კლება ზედიზედ მეორე თვეა გრძელდება.