ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის სამშვიდობო პროცესებში ჩართვა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ რუსეთი იტყვის, რომ მზადაა მშვიდობისთვის.

ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტზე ისაუბრა.

ევროკომისიიის პრეზიდენტმა მიმართა რუსეთს, გაითვალისწინოს მსოფლიო საზოგადოების მოწოდება, რომ პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, შეწყვიტოს ძალადობა და დააბრუნოს უკრაინელი ბავშვები.

„რუსეთის ფედერაცია როცა იტყვის, რომ გაერო-ს წესდებაზე დაყრდნობით მზადაა მშვიდობისთვის, მაშინ დადგება დრო, ჩაერთონ სამშვიდობო მცდელობებში. ვიმედოვნებ, რომ ეს სწრაფად მოხდება“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ მშვიდობა უკრაინაში ერთი ნაბიჯით ვერ მიიღწევა და რუსეთის პრეზიდენტი არ არის სერიოზულად განწყობილი ომის დასასრულებლად.

„ის მოითხოვს კაპიტულაციას, ის მოითხოვს უკრაინისგან ტერიტორიების დათმობას, მათ შორის იმ ტერიტორიების, რომლებიც დღეს არ არის ოკუპირებული. ის მოითხოვს უკრაინის განიარაღებას, რათა დაუცველი დატოვოს შემდეგი აგრესიისთვის“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

რაც შეეხება პუტინის მიერ წაყენებულ პირობებს, ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ არცერთი ქვეყანა არ მიიღებდა ასეთ საშინელ პირობებს და საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უკრაინამ წიმააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიას.