რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ლათინურ ამერიკაში მისმა მოგზაურობამ რუსეთის მიმართ უცხოელების სიყვარული დაადასტურა. 

ლავროვმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ დასავლეთმა რუსეთს ზურგი აქცია, მაგრამ ამის მიუხედავად რუსეთი მაინც უყვართ. 

„ლათინურ ამერიკაში მოგზაურობამ დაადასტურა, რომ მათ რუსეთი უყვართ და სხვადასხვა ღონისძიებებზე რუსეთის ხშირად ნახვა სურთ. მათ სურთ, ჩვენთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა როგორც სამთავრობო, ისე არაოფიციალურ, მათ შორის საგანმანათლებლო ღონისძიებებზე“, - განაცხადა ლავროვმა. 

მანვე თქვა, რომ „რუსეთი ყოველთვის მზად არის პატიოსანი თანამშრომლობისთვის“.