ფინეთთან საზღვრის მონიტორინგის მიზნით, მოსკოვმა დიდი ზომის საფრენი აპარატების , აეროსტატების  გამოყენება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას news.err-ი ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალებები იუწყებიან, აეროსტატები, რომლებსაც ფიქსირებული ადგილმდებარეობა გააჩნიათ, რუსეთი-ფინეთის საზღვარს კარელიის რესპუბლიკაში აკონტროლებენ.

„საჰაერო ბურთს ჰაერში უწყვეტად დარჩენა რამდენიმე დღის განმავლობაში შეუძლია. სისტემა რადარულ და ვიდეო მეთვალყურეობას უზრუნველყოფს, - აცხადებს რუსული მედია, - საზღვრის დამრღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მათზე თვალთვალი გაგრძელდება, მათი მარშრუტის შესახებ ინფორმაცია კი ონლაინ-რეჟიმში გადაიცემა“.