2023 წლის პირველ 5 თვეში ჩინელმა ავტომწარმოებლებმა რუსეთში უფრო მეტი ავტომობილის ექსპორტი მოახდინეს, ვიდრე სადმე სხვაგან, რითაც გლობალური მწარმოებლების მიერ დატოვებული ის სიცარიელე შეავსეს, რომელიც რუსეთში უკრაინაში ომის გამო შეიქმნა. ამის შესახებ Bloomberg-ი ჩინეთის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებულ საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

ჩინეთმა იანვრიდან მაისამდე რუსეთში დაახლოებით 287,000 ავტომობილის ექსპორტი განახორციელა, რაც თითქმის გაორმაგებული ციფრია მეორე უმსხვილეს ექსპორტიორ - მექსიკასთან შედარებით, რომელმაც ჩინეთისგან 159,000 მანქანა იყიდა. რუსეთისა და მექსიკის შემდეგ მესამე ადგილზე ბელგიაა (120 ათასი მანქანა). რაც შეეხება გასულ წელს, 2022 წლის განმავლობაში, ჩინეთმა რუსეთში დაახლოებით 162 000 ავტომობილი გაიტანა.

Chery, Geely და Great Wall ჩინეთის ტოპ სამი ბრენდია რუსეთში, რომლებიც ახალი მანქანების გაყიდვების მესამედს შეადგენენ, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში.

პოპულარულ მოდელებს მიეკუთვნება ისეთი სპორტული სატრანსპორტო საშუალებები, როგორიცაა Chery's Tiggo 7 Pro, Geely's Coolray და Great Wall's Haval სერიები. Bloomberg-ი იმასაც წერს, რომ უკრაინამ Geely და Great Wall-ი ომის სპონსორთა სიაში შეიყვანა.