რუსეთი არ უნდა დასაჩუქრდეს ომის დაწყებისთვის, უკრაინელები იმსახურებენ სამართლიან მშვიდობას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
„უკრაინელები იმსახურებენ სამართლიან მშვიდობას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართალზე და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი კონსტიტუციით განსაზღვრული საზღვრების პატივისცემაზე“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, „რუსეთი აგრძელებს ტერორს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, უგულებელყოფს ვადებს და არ იჩენს ნამდვილ ინტერესს ომის დასრულების მიმართ“.
ამასთან, ანდრეი სიბიგამ აღნიშნა,რომ უკრაინა ღიაა „მნიშვნელოვანი დიალოგისა და უკრაინასთან ერთად მოლაპარაკებული რეალური გადაწყვეტილებებისთვის“.