რუსეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენი დროის უდიდესი გამოწვევაა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა სინგაპურში, კონფერენციაზე - „შანგრი-ლას დიალოგი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„როდესაც ჩინეთი და რუსეთი გლობალური უსაფრთხოების წესრიგის შეცვლის შესახებ საუბრობენ, ჩვენ ამის გამო უნდა ვღელავდეთ. თუ თქვენ ჩინეთის გამო ღელავთ, მაშინ რუსეთის გამოც უნდა ინერვიულოთ“, - განაცხადა კაია კალასმა.

მისი თქმით, ჩინეთი რუსეთის სამხედრო მანქანას უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარება.

სიტყვით გამოსვლისას კაია კალასმა ევროპელ და აზიელ მოკავშირეებს რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების წინააღმდეგ თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

ipn.ge