რუსული ორგანიზაციის, Russian Field-ის კვლევის მიხედვით, ნოემბერში გამოკითხული რუსების 53% უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას მხარს უჭერს, რაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ომის გაგრძელებას რესპონდენტების 36% უჭერს მხარს, რაც 2022 წლის მარტიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელი არის.

სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდაჭერა ყველაზე მაღალია ქალებს (59%), ახალგაზრდებსა (68%) და დაბალშემოსავლიან რუსებს შორის (59%).

სამშვიდობო ხელშეკრულების "ხვალ" გაფორმებას მხარს 79% უჭერს მხარს, 60% კი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას წინაპირობების გარეშეც ეთანხმებიან.

რუსეთში რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდაჭერის ზრდის ტენდენცია 2023 წლის თებერვლიდან შეიმჩნევა.

წყარო: ტაბულა