რუმინეთში, მარამურეშის საერთაშორისო აეროპორტი მთლიანად განახლებად ენერგიაზე გადასვლას აპირებს. ამისთვის იქ აშენდება მზის ელექტროსადგური და ენერგიის შენახვის სისტემა – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
სადგური ექვსი ათასი მზის პანელისგან იქნება შედგენილი. ისინი შეძლებენ აეროპორტის ელექტროენერგიით სრულად მომარაგებას. დამატებით, დამონტაჟდება ენერგიის დაგროვების სისტემა.
მზის პანელების ნაწილი ახალი ავტოსადგომის სახურავზე განთავსდება.