რუმინეთში განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის (AI) დანერგვისთვის ემზადებიან. ვირტუალური ასისტენტი დაეხმარება მოსწავლეებს, სტუდენტებს და მასწავლებლებს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

თავდაპირველად, ტექნოლოგია შემოწმდება სატესტო რეჟიმში. საპილოტე პროექტში მონაწილეობას 1200 სკოლის მოსწავლე მიიღებს. თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, სისტემა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.