ქვეყნის მედიის ცნობით, რუმინეთმა დაახლოებით 2,7 მილიარდი დოლარის ბიუჯეტი გამოყო სამხედრო ბაზის გაფართოებისა და მოდერნიზაციის პროექტისთვის.

ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ნიკოლა კრეტუმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილების ძირითადი განმაპირობებელი იყო„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია 2008 წელს და ყირიმის  ანექსია 2014 წელს''.

პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი ასაფრენი ბილიკი, სადარაჯო კოშკი და დამატებითი ანგარები არსებული და მომავალი სამხედრო ტექნიკის შესანახად.

ვარაუდობენ, რომ ბაზის გაფართოებით, ეს იქნება ნატოს ერთ-ერთი უდიდესი საჰაერო ბაზა ევროპაში.

მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ბაზას აქვს პირდაპირი წვდომა შავ ზღვაზე, მისი სიახლოვე რუსეთის ტერიტორიაზეც იქცევს ყურადღებას.