აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, „მთავრობის მიერ სანქცირებული არაეფექტიანობის ეპოქა ოფიციალურად დასრულდა“ და 1 ივლისიდან USAID ოფიციალურად წყვეტს უცხოეთის დახმარებას.

რუბიოს ინფორმაციით, უცხოეთის ქვეყნების დახმარების პროგრამებს უკვე სახელმწიფო დეპარტამენტი მართავს, ეს პროგრამები კი მხოლოდ შეერთებული შტატების ადმინისტრაციის პოლიტიკის შესაბამისი იქნება და გადაწყვეტილებებს ეროვნული ინტერესების მიხედვით მიიღებენ.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, USAID-ის მიერ ათლწეულების განმავლობაში გაწეული 715 მილიარდ დოლარზე მეტი ხარჯის გაანალიზებამ აჩვენა, რომ განვითარების მიზნები იშვიათად მიიღწეოდა და ეს პროგრამები არც ამერიკის ინტერესების გატარებას ემსახურებოდნენ.

ცნობისთვის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), მსოფლიოს ღარიბ და განვითარებად ქვეყნებს 1961 წლიდან ეხმარებოდა.