აშშ-ის მთავრობამ გერმანიას წერილობითი გარანტიები მიაწოდა, რომ „როსნეფტ დოიჩლანდი“ ახალი სანქციებისგან გათავისუფლდება, რადგან ის გარე მართვის ქვეშაა და „როსნეფტის“ მიერ არ კონტროლდება, – ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა კატარინა რაიხემ Reuters–თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა გუშინ ღამით „გარანტიის წერილი“ გამოაქვეყნა, რომელშიც გერმანული ქვედანაყოფის რუსული მშობელი კომპანიისგან სრული გამოყოფა აღიარა.
გერმანიის მთავრობამ „როსნეფტ დოიჩლანდის“ აქტივების დროებითი მართვა 2022 წლის სექტემბერში აიღო, რათა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება უზრუნველყოფილიყო.