სამხრეთ კორეის კუნძულ ჩეჯუს და დედაქალაქ სეულს შორის 450 კილომეტრიანი ფრენა კვლავ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საჰაერო მარშრუტად იქცა.
2025 წელს ამ მარშრუტზე ხელმისაწვდომი სამგზავრო ადგილების რაოდენობა 14.4 მილიონს შეადგენდა, რაც გასულ წელთან შედარებით 1%-ით მეტია. ამ მარშრუტზე ყოველდღიურად თითქმის 39 000 ადგილია შემოთავაზებული. შვიდი ავიაკომპანია კონკურენციას უწევს ერთმანეთს ამ მარშრუტით მგზავრების გადაყვანისთვის. თუმცა, OAG პლატფორმის მონაცემების თანახმად, ლიდერობის მიუხედავად, მარშრუტის დატვირთვის მაჩვენებელი პანდემიამდელ დონესთან შედარებით 17%-ით დაბალია.
საპოროდან ტოკიოში და ფუკუოკადან ტოკიოში იაპონიის შიდა რეისებმა, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.
2025 წელს ყველაზე დატვირთული საჰაერო მარშრუტები (ადგილების რაოდენობის მიხედვით), OAG-ის მიხედვით:
1. ჩეჯუ - სეული, სამხრეთ კორეა (14,384,766);
2. საპორო - ტოკიო, იაპონია (12,099,499);
3. ფუკუოკა - ტოკიო, იაპონია (11,496,706);
4. ჰანოი - ჰოშიმინი, ვიეტნამი (11,078,775);
5. ჯიდა - რიადი, საუდის არაბეთი (9,819,558);
6. მელბურნი - სიდნეი, ავსტრალია (8,951,497);
7. ტოკიო - ოკინავა, იაპონია (8,052,864);
8. მუმბაი - დელი, ინდოეთი (7,642,016);
9. პეკინი - შანხაი, ჩინეთი (7,454,950);
10. შანხაი - შენჟენი, ჩინეთი (7,138,673).
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე