Apple მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსს არ კარგავს, გრაფიკული პროცესორების მწარმოებელი ამერიკული Nvidia Corp.-ი კი 2024 წლის ოქტომბრიდან მეორე საპატიო ადგილზეა.
companiesmarketcap-ის მიხედვით, Apple-ს საბაზრო ღირებულება ამ დროისთვის 3.661 ტრილიონ დოლარია, Nvidia Corp.-ის - 3.432 ტრილიონი.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, მსოფლიოს Top-10 კომპანიას ყველაზე მაღალი საბაზრო ღირებულებით:
Apple - 3.661 ტრილიონი დოლარი
Nvidia - 3.432 ტრილიონი დოლარი
Microsoft Corp - 3.140 ტრილიონი დოლარი
Alphabet (Google) - 2.399 ტრილიონი დოლარი
Amazon - 2.335 ტრილიონი დოლარი
Saudi Aramco - 1.804 ტრილიონი დოლარი
Meta Platforms (Facebook) - 1.559 ტრილიონი დოლარი
Tesla - 1.265 ტრილიონი დოლარი
TSMC - 1.096 ტრილიონი დოლარი
Broadcom - 1.071 ტრილიონი დოლარი
companiesmarketcap-ის მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოს 10 438 მსხვილი კომპანიის საბაზრო ღირებულება 112.485 ტრილიონ დოლარს შეადგენს.